რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშები

 

„მუნიციპალურ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის“ რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიში აფასებს საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში ახალი რეგულაციების შემოღების გავლენას მოქალაქეთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასა და უსაფრთხოებაზე.

 

„რადიო მოწყობილობის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშში შეფასებულია უსაფრთხო რადიო აპარატურის ბაზარზე განთავსების ნორმები, ასევე, რადიო მოწყობილობის მწარმოებელთა და იმპორტიორთან ვალდებულებები.

 

რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშში შეფასებულია „საქართველო სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსიდან“ გამომდინარე, ქალაქგეგმარების პროცესში შენობა-ნაგებობის მიმართ ინსოლაციის მინიმალური მოთხოვნების დანერგვის საკითხი. 

 

წინამდებარე ანგარიშში შეფასებული და გაანალიზებულია ფარმაცევტულ სექტორში სახელმწიფო პოლიტიკა ქვეყანაში კარგი საწარმოო პრაქტიკის (GMP) შემოღების და დანერგვის თვალსაზრისით.
 

„საინვესტიციო ფონდების შესახებ“ რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიში აფასებს საინვესტიციო ფონდების მნიშვნელობას და მისი გავლენას ეკონომიკის სხვადასხვა მიმართულებებზე, როგორიცაა საინვესტიციო ფონდების გავლენა ეკონომიკის ზრდის მაჩვენებლებზე, დანაზოგებზე, ინვესტიციებზე, კაპიტალის ბაზრის განვითარებაზე, შრომის ბაზარზე და სხვა.

 

რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშში შეფასებულია დაგროვებითი საპენსიო რეფორმის გავლენები, რომლის მთავარი მიზანია უზრუნველყოს საპენსიო ასაკში მყოფი მოქალაქეთა სოციალური დაცვა და მათი კეთილდღეობა.

 

ანგარიშში შეფასებულია „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის გარკვეულ დებულებები და მისი ზეგავლენის მოსალოდნელი შედეგები.

 

 

 

 

 

 



დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021