ექსპორტის ხელშეწყობა

ექსპორტის ხელშეწყობის მხრივ სსიპ აწარმოე საქზრთველოში ორი მიმართულებით - ექსპორტის პოპულარიზაციისა და განვითარების საკითხებზე  მუშაობს. 

ექსპორტის პოპულარიზაციის კუთხით სააგენტო ახორციელებს საერთაშორისო გამოფენების, შიდა და გარე სავაჭრო მისიების ორგანიზებას. ამასთანავე, სააგენტოს შექმნილი აქვს სავაჭრო პორტალი და საექსპორტო პროდუქციის ონლაინ-კატალოგი. შესაბამისად, www.tradewithgeorgia.com ვებ-გვერდის „Business Inquiry“ ფუნქციის მეშვეობით კომპანიებს შეუძლიათ ონლაინ რეჟიმში განათავსონ საკუთარი წინადადებები და შეთავაზებები. 

ასევე აღსანიშნავია, რომ ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით, სააგენტო კომპანიებს ხელს უწყობს მონაწილეობა მიიღონ პროდუქტების საერთაშორისო კონკურსებში. 

 

რაც შეეხება ექსპორტის განვითარების ნაწილს, ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიების თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, სააგენტომ კავკასიის უნივერსიტეტთან ერთად „ექსპორტის მენეჯერის სასერტიფიკატო კურსი“ შეიმუშავა. სააგენტოს მხარდაჭერით, ექსპორტზე ორიენტირებულ ქართულ კომპანიებს შესაძლებლობა მიეცათ გამოიყენონ მსოფლიოში წამყვანი საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციის “Euromonitor”-ის მონაცემთა ბაზები, რომლის მეშვეობით კომპანიას წვდომა აქვს ფასიან ინფორმაციაზე, საერთაშორისო ბაზრებზე არსებული სიტუაციის დეტალური აღწერის სახით. 

 

სააგენტოში არსებული სერვის ცენტრის მეშვეობით ექსპორტით დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიიღონ შემდეგი სახის ინფორმაცია:

  • სასაქონლო კოდების დადგენა
  • ბაზრის კვლევები
  • ტარიფების, იმპორტის რეგულაციების და საჭირო სერთიფიკატების შესახებ
  • ინფორმაციის მიწოდება სამიზნე ბაზარზე
  • ექსპორტის მზაობის ტესტი
  • ექსპორტის ონლაინ კატალოგში რეგისტრაცია
  • იმპორტიორთა სიების მიწოდება კონკრეტული მიზნობრივი ბაზრისთვის
  • საერთაშორისო გამოფენებისა და სავაჭრო მისიების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და რეგისტრაცია
  • საქართველოს სავაჭრო სტატისტიკა
  • ექსპორტის დაფინანსების მექანიზმების შესახებ ინფორმაციის მიწოდება
  • სააგენტოს ფარგლებში დაგეგმილი საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ ინფორმაციის მიწოდება
  • საჭირო სახელმწიფო სტრუქტურებთან თუ კერძო სექტორთან დაკავშირებაში დახმარება.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ აწარმოე საქართველოში

მისამართი:  0102, თბილისი, მარჯანიშვილის ქ. N5/16-18 (დ. უზნაძის N18)
ტელ:  +995 32 296 00 10
E-mail:  info@enterprise.gov.ge

ვებგვერდი: www.enterprisegeorgia.gov.ge



დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021