მიმდინარე აქტივობები
დასრულდა საქართველოსა და ისრაელს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების მიზანშეწონილობის კვლევა.
2019 წლის 11 იანვარს ხელი მოეწერა პროტოკოლს საქართველოსა და ინდოეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის მიზანშეწონილობის კვლევის დასრულების შესახებ. 2020 წლის ბოლომდე დაგეგმილია ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებებზე მოლაპარაკებების დაწყება.
საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაში ცვლილებების განხორციელების მიზნით საქართველო-თურქეთის ერთობლივი კომიტეტის ფარგლებში მიმდინარეობს მოლაპარაკებები სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე ტარიფების შემდგომი ლიბერალიზაციასა და შეთანხმებაში მომსახურებით ვაჭრობის დამატების შესახებ.