საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმა (პროექტი)

 

 

საქართველოს 2022-2025 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია საქართველოს მთავრობის 2022 წლის 4 ივლისის №353 დადგენილებით დამტკიცდა, რომელიც ორიენტირებულია ისეთ მნიშვნელოვან გამოწვევაზე, როგორიცაა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებით გამოწვეული საგზაო მოძრაობის მონაწილეთა სიკვდილიანობისა და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების მაჩვენებლების შემცირება.

იხილეთ საქართველოს 2022-2025 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმის პროექტი, რომელიც UNECE-ის მხარდაჭერითა და დაინტერესებულ მხარეებთან და დარგის ექსპერტებთან  კონსულტაციების საფუძველზე შემუშავდა.

2024 წლის 10 იანვრის ჩათვლით ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია, გამოგზავნოს თავისი მოსაზრებები და კომენტარები ელექტრონულ ფოსტაზე: transport@moesd.gov.ge

ასევე, იგეგმება ღია საკონსულტაციო შეხვედრის გამართვა.

 

 

 

 



დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021