ლაშა მიქავა ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) გენერალურ დირექტორს შეხვდა
11-04-2019

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ლაშა მიქავა, რომელიც შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში მიმდინარე საინფორმაციო საზოგადოების მსოფლიო სამიტის ყოველწლიურ ფორუმში WSIS Forum-2019 მონაწილეობს, ფორუმის ფარგლებში ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) გენერალურ დირექტორს, ჰუალინ ჟაოს შეხვდა. 

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ITU-ს ტექნიკური დახმარების ფარგლებში საქართველოში მიმდინარე პროექტები, კერძოდ, უსაფრთხო ინტერნეტის ფორმირებისა და ინოვაციების განვითარების მიმართულებით. 

მხარეებმა აღნიშნეს, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს უსაფრთხო ინტერნეტის ფორმირებას განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობისთვის, განსაკუთრებით, ბავშვებისთვის. 

შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების, ხელოვნური ინტელექტის ფორმირების საკითხებზე.  

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ლაშა მიქავამ მადლობა გადაუხადა ჰუალინ ჟაოს საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარებისთვის. მხარეებმა ასევე იმსჯელეს სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე. 

ლაშა მიქავამ ITU-ს გენერალური დირექტორი თბილისის ახალი აბრეშუმის გზის მესამე ფორუმზე მოიწვია, რომელიც მიმდინარე წლის ოქტომბერში საქართველოში გაიმართება. 


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021