სსიპ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს განცხადება
19-07-2019


სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ 100 %-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული შპს „საქართველოს გაზსაცავის კომპანიის“ მიერ დაგეგმილია სამგორის სამხრეთ თაღის ნავთობის საბადოს ბაზაზე (XIB ugs სალიცენზიო ბლოკი) მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობა.

მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურების დაწყების მიზნით, საქართველოს გარემოსდაცვითი კოდექსის შესაბამისად, სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოში“ 2019 წლის 16 ივლისს განსახილველად წარმოადგინა სკოპინგის ანგარიში (გზშ-ის მომზადების პირველი ეტაპი - პროცედურა, რომელიც განსაზღვრავს გარემოზე ზემოქმედების შეფასების და შესასწავლი ინფორმაციის ჩამონათვალს და აღნიშნული  ინფორმაციის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშში ასახვის საშუალებებს).

სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართება 2019 წლის 6 აგვისტოს 14:00 საათზე გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიაში.

საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, სკოპინგის ანგარიში ხელმისაწვდომია საზოგადოების ნებისმიერი წარმომადგენლისთვის - დოკუმენტის ელექტრონული ვერსია განთავსებულია „ნავთობის და გაზის სახელმწიფო სააგენტოს“ ფეისბუქ გვერდზე (ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო/State Agency of Oil and Gas). ასევე, მოთხოვნის შემთხვევაში, „ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოსა“ (ქ.თბილისი, სანაპიროს ქ.№2) და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიაში (დ. აღმაშენებლის ქ.№127) ხელმისაწვდომია სკოპინგის ანგარიშის ნაბეჭდი ეგზემპლარი.

საზოგადოებას უფლება აქვს, სკოპინგის ანგარიშის განთავსებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში სააგენტოს წარუდგინოს მოსაზრებები და შენიშვნები სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებით (წერილობით; საჯარო განხილვის დროს; ელექტრონული საშუალებით, თუ ის იძლევა ავტორისა და გამომგზავნის სარწმუნო იდენტიფიცირების საშუალებას). 

საჯარო განხილვა ღიაა და საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს აქვს მასში მონაწილეობის უფლება.

სამგორის სამხრეთ თაღის მიწისქვეშა გაზსაცავის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების სკოპინგის ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე:

https://drive.google.com/drive/folders/1XlCTIiUKzTAAK_GPqtvmIaAyY31LtVEh

 

 


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021