სსიპ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს სატენდერო განცხადება
15-01-2020

საქართველოს სახელმწიფო წარმოდგენილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს სახით, “ნავთობისა და გაზის შესახებ” საქართველოს კანონის და “ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების მარეგულირებელი ეროვნული წესების” თანახმად, 2020 წლის 15 იანვარს  აცხადებს ღია საერთაშორისო ტენდერს ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის მოსაპოვებლად II და III სალიცენზიო ბლოკზე.
 

სალიცენზიო ბლოკის ადგილმდებარეობა მოცემულია თანდართულ რუკაზე.

სახელშეკრულებო ფართობი - II სალიცენზიო ბლოკი

  • ფართობი  (კვ.კმ) -  5 282 კმ2
  • განაცხადების  მიღების ბოლო ვადა - 20 04.2020 17:00 საათი (ადგილობრივი დროით)
  • განაცხადების გახსნის ვადა - 2.04.2020 18:00 საათი (ადგილობრივი დროით)
     

სახელშეკრულებო ფართობი - III სალიცენზიო ბლოკი

  • ფართობი  (კვ.კმ) - 3 468 კმ2
  • განაცხადების  მიღების ბოლო ვადა - 20 04.2020 17:00 საათი (ადგილობრივი დროით)
  • განაცხადების გახსნის ვადა - 2.04.2020 18:00 საათი (ადგილობრივი დროით)

სახელშეკრულებო ფართობზე შემოტანილი განაცხადები გაიხსნება საჯაროდ ზემოთ მითითებულ დროს, სააგენტოს ოფისში, მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი სანაპიროს ქუჩა N2.

 

დამატებითი ინფორმაცია

სააგენტოს უფროსის სახელზე წამოდგენილი წერილობითი განცხადების საფუძველზე, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიიღონ საინფორმაციო პაკეტები სახელშეკრულებო ფართობებსა და ტენდერის პირობების შესახებ 2020 წლის 1 თებერვლიდან. საინფორმაციო პაკეტი გაიცემა უფასოდ, ელექტრონული ვერსიის სახით CD-ზე ან/და ელექტრონული საფოსტო ყუთიდან საინფორმაციო პაკეტის ჩამოტვირთვის გზით. ტენდერში მონაწილეობის მსურველებს უნდა ქონდეთ ზღვაზე ნავთობის და გაზის ძებნა-ძიების და/ან მოპოვების მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება. სააგენტო უზრუნველყოფს საინფორმაციო პაკეტის მომთხოვნი პირების კურიერით მომსახურებას, თუ მომთხოვნი პირი წინასწარ ან ადგილზევე გადაიხდის კურიერის მომსახურების საფასურს.        

საინფორმაციო პაკეტი მოიცავს: 
ა) სალიცენზიო ფართობს, ადგილმდებარეობასა და კოორდინატებს;
ბ) ხელშეკრულების ნიმუშს თითოეული სახელშეკრულებო ფართობისთვის;  
გ) მინიმალურ სავალდებულო ფინანსურ და ტექნიკურ მოთხოვნებს ყოველი სახელშეკრულებო ფართობისთვის; 
დ)  ლიცენზიის გაცემისა და ხელშეკრულების გაფორმების გრაფიკს;
ე) განაცხადის შეტანის ინსტრუქციებს ტენდერში მონაწილეებისათვის, მონაწილეობის შენატანის ოდენობისა და მისი გადახდის ფორმის ჩათვლით.
 

წერილობითი მოთხოვნა უნდა გამოიგზავნოს შემდეგ მისამართზე: 
საქართველო, ქ. თბილისი 0114, 
სანაპიროს ქუჩა N2. 
ტელ: (+995 32) 2253399/02 
ელ.ფოსტა: n.chubinidze@saog.gov.ge    


საკონტაქტო პირები დამატებითი ინფორმაციის მისაღებად:

ვაჟა მიქელაძე - ნავთობისა და გაზის ოპერაციების  დეპარტამენტის უფროსი
ელ-ფოსტა: v.mikeladze@saog.gov.ge   
ტელ: +995 595 000 025 

ალექსანდრე ჭაბუკიანი - კონსულტანტი
ელ-ფოსტა: a.chabukiani@saog.gov.ge  
ტელ: +995 595 000 050

დალი გაბელაია - ნავთობისა და გაზის ხელშეკრულებების სამმართველოს უფროსი
ელ-ფოსტა: d.gabelaia@saog.gov.ge  
ტელ: +995 599 033 043


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11
2 99 11 70

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©