ნათია თურნავამ და ირაკლი ღარიბაშვილმა საფრენი აპარატების ახალი საამწყობრო საწარმო გახსნეს
17-10-2020

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, თავდაცვის მინისტრთან  ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად, საფრენი აპარატების ახალი საამწყობრო საწარმოს შენობის გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. 

სააქციო საზოგადოება „თბილავიამშენის“ ტერიტორიაზე საფრენი აპარატების ახალ საამწყობრო საწარმოში თავდაცვის ძალების კუთვნილი საფრენი აპარატები ქართველი სპეციალისტების მიერ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად სრულად აღდგება და გარემონტდება.

3000 მ2-ზე განლაგებული საწარმო სააქციო საზოგადოება „თბილავიამშენის“ და სსსტც „დელტას“ მიერ გარემონტდა და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღიჭურვა. განხორციელებული სამუშაოების შედეგად, საქართველოს თავდაცვის ძალებისა და სხვა ქვეყნის საჰაერო ძალების სხვადასხვა ტიპის საფრენი აპარატები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად გარემონტდება. 

„თბილავიამშენი, „დელტასთან“ ერთად 200-მდე ადამიანს ასაქმებს და აქ აღდგენილი თვითმფრინავებითა და ვერტმფრენებით ჩვენს შეიარაღებულ ძალებს ამარაგებს. მისასალმებელია, რომ თავდაცვის სამინისტროს ეგიდით, წარმოება რამდენიმე თვეში აღდგა და ჩვენს შეიარაღებულ ძალებს ახლა პრაქტიკულად, ძლიერი საწარმოო ბაზა გააჩნია. მნიშნელოვანია, რომ აქ ახალგაზრდა თაობაც იზრდება და საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტები ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან, რაც მათ დასაქმების რეალურ პერსპექტივას შეუქმნიას“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11
2 99 11 70

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©