დიმიტრი ქუმსიშვილი: გასულ წელს საქართველოს საავიაციო ბაზარი რეკორდულად გაიზარდა
22-02-2018

გასული წელი რეკორდული იყო საქართველოს საავიაციო ბაზრისთვის. საქართველოს ყველა აეროპორტში ჯამურმა ზრდამ 46% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ საქართველოში 7 მილიონზე მეტ საერთაშორისო ვიზიტორი ჩამოვიდა. საჰაერო მიმოსვლა და ტურიზმი კვლავაც საქართველკოს მთავრობის პრიორიტეტებია და ჩვენ წელსაც მსგავს ზრდას ველით, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა. 

საერთაშორისო საავიაციო ფორუმის „CONNECT 2018“ - ის ოფიციალურ მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას, პირველმა ვიცე-პრემიერმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა მომავალშიც განაგრძობს საავიაციო ბაზრის განვითარების ხელშეწყობას.

„ჩვენ მომავალშიც დავუჭერთ მხარს და ხელს შევუწყობთ ყველა იმ კერძო პირსა თუ კომპანიას, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ბიზნესის წარმოებას გადაწყვეტს,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021