დიმიტრი ქუმსიშვილმა თბილისის კლინიკებში მყოფი გუდაურში დაშავებულები მოინახულა
17-03-2018

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ღუდუშაურის კლინიკაში და კლინიკა „მედიქლაბში“, გუდაურის საბაგიროზე მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებული პაციენტები მოინახულა.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, არც ერთი დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ყველა პაციენტი კონტაქტურია, ისინი განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ არიან,  რამდენიმე მათგანს უკვე გაწერენ კიდეც და გამგზავრების უფლებას მისცემენ. 

როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, დაზარალებულების ოჯახის წევრები დაბინავებული არიან სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“, მათთვის გამოყოფილია მანქანები, ასევე მიმაგრებული ყავთ ადამიანი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ყველა სახის დახმარებას აღმოუჩენს.


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021