ეკონომიკის სამინისტროში დამსახურებული არქიტექტორების და მშენებლების დაჯილდოება გაიმართა
22-03-2018

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში საქართველოს დამსახურებული არქიტექტორებისა და საქართველოს დამსახურებული მშენებლების დაჯილდოება გაიმართა. სპეციალური სიგელები და სამკერდე ნიშნები დაჯილდოებულებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა ნინო გვენცაძემ გადასცა

საქართველოს არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილის, მაღალი პროფესიონალიზმისა და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის, საქართველოს დამსახურებული არქიტექტორის წოდება მიენიჭათ:

  • გრიგოლ გარუჩავას
  • ალექსანდრე კვიტატიანს
  • ზურაბ ნემსაძეს
  • ვლადიმერ ხმალაძეს

საქართველოს მშენებლობის განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილის, მაღალი პროფესიონალიზმისა და ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის, საქართველოს დამსახურებული მშენებლის წოდება მიენიჭათ:

  • რევაზ კახიძეს
  • იური სვანიძეს
  • ომარ კიკნაძეს
  • ზაურ ტყეშელაშვილს
  • დავით შალიკაძეს


 


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021