რომეო მიქაუტაძე ლენტეხის მუნიციპალიტეტში მშენებარე „ხელედულა-3 ჰესთან“ დაკავშირებით მოსახლეობას შეხვდა
19-04-2018

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე ლენტეხის მუნიციპალიტეტში ადგილობრივ მოსახლეობას მშენებარე „ხელედულა-3 ჰესთან“ დაკავშირებით შეხვდა. 

შეხვედრაში ასევე, მონაწილეობენ ადგილობრივი მთავრობისა და ინვესტორი კომპანიის შპს „ხელედულა ენერჯის” წარმომადგენლები. 

„დღეს შევხვდი ლენეტეხელებს და მათ დეტალურად მივაწოდე ინფორმაცია დაგეგმილი ჰესის პროექტის შესახებ.  ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჰიდრო გენერაციის ობიექტების მშენებლობა პირდაპირ კავშირშია ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკულ განვითარებასთან, ხოლო ეკონომიკური კეთილდღეობის მიღწევა შეუძლებელია ენერგეტიკის  განვითარების გარეშე. თითოეულ ჰესს თავისი წვლილი შეაქვს საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის გზაზე. ყოველი ახალი ჰესი ნიშნავს მეტ ელექტროენერგიას ჩვენი მოსახლეობისათვის, მეტ ინვესტიციას და მეტ დასაქმებულ მოქალაქეს. საქართველოს მთავრობა, პირადად მე, ძალღონეს არ დავიშურებთ იმისათვის, რომ ეს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ავუხსნათ“ - განაცხადა რომეო მიქაუტაძემ. 

„ხელედულა-3“ ჰიდროელექტროსადგურის პროექტი რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონში, ლენტეხის მუნიციპალიტეტში, მდინარე ხელედულაზე ხორციელდება. 

გაფორმებული მემორანდუმის მიხედვით, კომპანიას ეკისრება ვალდებულება გამომუშავებული ელექტროენერგიის ნაწილი ენერგოდეფიციტის პერიოდში (ძირითადად ზამთრის თვეები) ადგილობრივ ბაზარს მიაწოდოს. აღნიშნულის გათვალისწინებით პროექტის განხორციელება გარკვეულ წვლილს შეიტანს საქართველოს მიერ ენერგეტიკულ სექტორში გატარებული გრძელვადიანი პოლიტიკის ამოცანის გადაჭრაში, რაც გულისხმობს საკუთარი ჰიდრორესურსებით იმპორტირებული ელექტროენერგიის ეტაპობრივ ჩანაცვლებას. 

ჰესის დადგმული სიმძლავრე 50 მგვტ.-ია, ხოლო ელექტროენერგიის საშუალო წლიური გამომუშავება 250 მლნ. კვტ საათი. პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 80 მლნ აშშ დოლარს უტოლდება. მშენებლობის სხვადასხვა ეტაპებზე 400–მდე ადამიანი დასაქმდება, რომელთა შორის ურმავლესობა ადგილობრივი მოსახლეობა იქნება. ჰესის ექსპლუტაციაში შესვლის შემდეგ ადგილობრივ ბიუჯეტში ქონების გადასახადის სახით ყოველწლიურად 1,5 მლნ ლარი შევა.


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021