ახალი საფოსტო მარკა „საქართველოსა და ისრაელს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წელი“ მიმოქცევაში შედის
20-12-2022

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2022 წლის 20 დეკემბრის ბრძანებით, მიმოქცევაში ახალი ეროვნული საფოსტო მარკა შედის: „საქართველოსა და ისრაელს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წელი“ (ორმხრივი მარკა). 

მარკის დიზაინერია ბაადურ ქობლიანიძე (მარკის ზომა 50X35მმ; მარკის ტირაჟი 50004 ც.).

ბრძანება ძალაში 2022 წლის 20 დეკემბრიდან შევიდა.