გიორგი ჩიქოვანმა Berlin Energy Transition Dialogue 2018-ში მონაწილეობა მიიღო
18-04-2018

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩიქოვანმა ბერლინში გამართულ Berlin Energy Transition Dialogue 2018-ში მონაწილეობა მიიღო და "განახლებადების როლი ენერგეტიკული უსაფრთხოების“ საკითხზე მიძღვნილ სესიაში მოხსენება გააკეთა. 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა საქართველოს, როგორც სუფთა ენერგიის მწარმოებლის და ენერგეტიკული რესურსებით ვაჭრობის რეგიონალური ცენტრის მნიშვნელობაზე. გიორგი ჩიქოვანი ასევე შეეხო: ენერგეტიკული ბაზრის და ვაჭრობის მექანიზმების განვითარების საკითხს, განახლებადი ენერგიების ათვისებას და ენერგეტიკის სფეროში კანონმდებლობის დაახლოებას ევროკავშირის კანონმდებლობასთან. 

გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩიქოვანმა ორმხრივი შეხვედრა გამართა გერმანიის ეკონომიკის და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს თომას ბარეისთან, სადაც საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას და მის განვითარებას.